კონფერენცია თბილისში

02.05.2019 01:21

არაფორმალური დასაქმება, შრომის უსაფრთხოების საკითხები და ციფრული ეკონომიკა. დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ თბილისში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში. გამოწვევებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ ბარკალაიას თქმით, ამჟამად 35 ათასამდე საწარმოს 40 შრომის ინსპექტორი ამოწმებს და სექტემბრამდე მათი რიცხვი 100-მდე მოიმატებს. შეხვედრაში მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. ღონისძიებას ესწრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარი ელენა ანდრეი, რომელიც ქართველ დამსაქმებლებთან ერთად განიხილავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: