BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებული საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციაზე, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - ილია ბეგიაშვილმა, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაციის თავმჯდომარემ - გინტს კამინსკისმაც მიმართეს. გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობასთან ერთად, ქვეყანაში თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე ისაუბრეს. BPP-ის კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 38 პროექტიდან, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 5 საუკეთესო გამოავლინა- 2018-19 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, ასევე, ბათუმისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, ათეას ვიცე-პრეზიდენტებმა - გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა, ასევე ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაციის თავმჯდომარემ - გინტს კამინსკისმა გადასცეს. საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ შეაფასა და აღნიშნა, რომ ათეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში. საკუთარ პრეზენტაციაში პროგრამის იდეის მნიშვნელობაზე, პროექტის მიღწევებზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მდგრადი განვითარების მიზნებზე, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ავტორმა - დავით მელუამ ისაუბრა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად. ✔ იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/256377-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
02:52
ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯ...
მსგავსი ვიდეოები
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2021 წლის კონკურსში გამა...
NALAG
😱რა ღირს ჩემი ექაუნთი ? 😱⭕️ განხილვა ⭕️
„დღეს საქართველოში ყველამ ვიცით რომ რუსეთი ოკუპანტია’’ - აცხ...
TV მონიტორინგი
ნემსი - ადრე
Giorgi Nemsitsveridze
22-24 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრი ჯაზფესტივალს უმასპინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster