ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება

11.04.2019 01:36

„ერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით,“ – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთადერთი წინაღობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. „ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირის დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს, განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები და ვალდებულებები და მათ შორის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: