უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადება

30.08.2022 01:06

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ხარისხიანი, კომპლექსური პროექტი. მისი განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო სპექტრს სამხედრო, ეკონომიურ, პოლიტიკურს და სასანქციოს. დოკუმენტის ფინალური ვერსია განსახილველად პრეზიდენტ ზელენსკის გადაეცემა. იერმაკის აზრით, უსაფრთხოების მომავალი გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებების ნაწილი. თავის მხრივ, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ძირითადი ყურადღება მიმართულია პროექტის პირველი ნაწილისკენ, რომელიც ეხება თავდაცვით გარანტიებს, რაც არის რეკომენდაციების საფუძველი. რასმუსენმა სამუშაო ჯგუფის წევრებს ასევე აცნობა, რომ ჯგუფს შეუერთდა ევროკავშირის საკითხებში თურქეთის ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზქირი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
03:41

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში
05:25

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
04:31

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება - ირაკლი კობახიძისა და თეა წულუკიანის გამოხმაურება
01:14

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება - ირაკლი კობახიძისა და თეა წულ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება
03:37

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხაილ პოდოლიაკის განცხადება
01:35

მიხაილ პოდოლიაკის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება
01:27

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო