ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურება თბილისში


„მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა იუთუბ არხის „ფეიგინ ლაივის“ ეთერში. წამყვან  არსტოვიჩს მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა, კერძოდ, ხომ არ შეიძლება, რუსეთის დასუსტების ფონზე, მოსკოვს პრობლემები გაუჩნდეს დნესტრიპირეთში, ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან ბელარუსში. აღნიშნულის პასუხად, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, მოლდოვისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებები არ არიან მზად ომისთვის. ამასთან,შეკითხვაზე, „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება?“-  არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.            
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებას ეხმაურება შალვა პაპუაშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან