ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მან გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა. „მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო - პრინციპული შეცდომა, შესაბამისად - გადადგომა“ – წერს არესტოვიჩი. ამასთან, არესტოვიჩი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარში წერს „ბოლოს, როდესაც მე წამოვედი, თვე-ნახევრის შემდეგ ომი დაიწყო, ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად“ – აღნიშნა არესტოვიჩმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა 16 იანვარს განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. მოგვიანებით, ამ განცხადების გამო, უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დღეს ალექსეი არესტოვიჩმა რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დნიპროს ტრაგედია - არესტოვიჩი გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი - ალექსეი არესტო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster