შეხვედრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ათეა-ს წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წევრებთან და ექსპერტებთან გამართეს შეხვედრა. ღონისძიებაზე, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ გახსნა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ექსპერტებისა და ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა პირის ჩართულობით წარიმართება. ,,არა ერთი კითხვა და მოსაზრება მოვისმინეთ და ვფიქრობ, ასეთი საინტერესო შეხვედრები მომავალშიც გვექნება ’’- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეხვედრა ათეა-ს ვიცე -პრეზიდენტმა - გიორგი ტყემალაძემ შეაჯამა. მან სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ანალოგიურ ფორმატში განხილვა პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/214145-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
02:52
ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯ...
03:28
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მ...
მსგავსი ვიდეოები
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამცხე-ჯავახეთ...
NALAG
სამეგრელოს მერების შენიშვნები დეცენტრალიზაციის პროექტზე და ს...
Radio Atinati
შეხვედრა ქუთაისის საკრებულოში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საქართველო 100 წლის წინ - შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
უნდა მოხდეს თუ არა საჯარო სკოლების დეცენტრალიზაცია?
ტელეკომპანია თანამგზავრი
კამპანია "მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში" ზუგდიდში
Radio Atinati
გენდერული პოლიტიკის საკითხების განხილვა - შეხვედრა ფოთში
Fund Sokhumi
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster