კამპანია "მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში" ზუგდიდში

09/22/2016
Radio Atinati-ის მიერ

საარჩევნო თემაზე კამპანია - ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში ჩატარდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და პარტიის წარმომადგენლებს კითხვები სახვადასხვა საკითხზე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დაუსვეს. შეხვედრას ადგილზე ორგანიზება ,,სიდას“ პარტნიორმა არასამთავრობოებმა: ასოციაცია „ათინათი“, „თანაზიარი“, „იმედი“, „საუნჯე“ და \"დეა“ გაუწიეს.
ასოციაცია „ათინათის“ კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის გაგრძელება, მათ შორის, სოფლისა და თემის დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა არსებობდეს სოფლის კრებები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნება არჩეული.

„თავის მხრივ, ამ კრებამ უნდა აირჩიოს სოფლის რწმუნებული ან კრების თავმჯდომარე, რომელიც რეალური შუამავალი იქნება ხალხსა და თვითმმართველობას შორის. ეს ადამიანი კი პასუხისმგებელი იქნება თავისი სოფლის მოსახლეობასთან და არა პირდაპირ გამგებელთან“, - აღნიშნა წითლიზემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლმა თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის საკითხზე აქტიური მუშაობა მისმა პარტიამ დაიწყო და ამ მიმართულებით მომავალშიც ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.
„ჩვენი პარტია მუშაობს იმაზე, რომ თემები კიდევ უფრო დაიყოს, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მოსახლეობასთან. ასევე აუცილებელია ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია. ადგილობრივი შემოსავლის ნაწილი და ფიზიკური პირებიდან საშემოსავლოს არანაკლებ 25% ადგილზე უნდა რჩებოდეს“, - თქვა თენგიზ ქოჩუამ.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან