საქართველო 100 წლის წინ - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან პარტნიორობით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლთა ცნობიერების ამაღლება იყო. კვირეულის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა და მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯიქიამ იმდროინდელ ვითარებასა და ამჟამინდელ რეალობას შორის პარალელები გაავლეს. მათ ისაუბრეს მაშინდელი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, ისტორიულ რაკურსზე, განათლების სისტემასა და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. არჩილ თოდუას თქმით, პირველი რესპუბლიკის პერიოდში არსებული თვითმმართველი სისტემა გამოირჩეოდა დეცენტრალიზაციის მაღალი დონით და გაცილებით უფრო მეტი შემოსავლის წყარო ჰქონდა. „მათ ჰქონდათ უფრო მეტი შემოსავლის წყარო ვიდრე თანამედროვე თვითმმართველობას. ასევე ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ იმდროინდელი ხელისუფლება ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მოქალაქეებთან. ამიტომ, ჩვენ გვქონდა დაახლოებით 39 თვითმმართველი ქალაქი“, - აღნიშნა თოდუამ. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას თქმით, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, თუმცა მისივე ინფორმაციით, იმ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყო დაძაბული და ამან ძალიან შეაფერხა ეკონომიკური პროცესი. “გლეხებს მიწები გადაეცათ. თვითმმართველ ერთეულებსაც გადასცეს თავად-აზნაურთა მამულების ნაწილი. გატარდა სოფლის მეურნეობაში მთელი რიგი რეფორმები. ხელი შეეწყო კერძო მეწარმეებს, კერძოდ, მთავრობამ დაიწყო მათთვის ნედლეულის დარიგება. ზოგიერთებს ეხმარებოდა ფინასურად. საინტერესოა ისიც, რომ მთავრობამ გაატარა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოაყალიბა ეროვნული ვალუტა, როემლიც იყო რეგიონში ყველაზე მტკიცე“, - განმარტა ჯიქიამ. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც...
Radio Atinati
პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაცია კასპში
Giorgi Margvelashvili
ერგნეთის მოლაპარაკებების მეასე შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო და მსოფლიო 100 წლის წინ - გიორგი მაისურაძე
მსოფლიო დაზოგვის დღე 2015 - World Savings day 2015
German Sparkassenstiftung Georgia
ქართველი ლამბერსექსუალები 100 წლის წინ
Zura Balanchivadze
პარლამენტარიზმის 100 წელი
რადიო თავისუფლება
ნამდვილი ამბები | 100 წლის წინ - სამაჩაბლო | დავით ხვადაგიან...
TV Formula