პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაცია კასპში

28.03.2017 01:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრო #პრეზიდენტისსარეზერვოფონდი პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” ახორციელებს, რომლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე. საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა. ''ჩვენ ვიმყოფებით კასპის ოკუპაციის მუზეუმში, უკვე 23 წელია ეს ადგილი გახდა სკოლა, სადაც იზრდება ახალი თაობა, მაგრამ ამავე დროს არ ხდება წარსულის დავიწყება და აქ მუზეუმი განთავსდა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს სამშობლო დასაცავია, რომ თავისუფლება დასაცავია, რომ დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია და რომ ნებისმიერი ნაბიჯი უკან ნიშნავს ათობით ჩვენი თანამემამულის გაუბედურებას და წყვდიადში ჩავარდნას. 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობის შენება და თითოეული ჩვენი მოქალაქე მზად არის რომ ამ დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე იდგეს. მე მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სამშობლოს და თავისუფლების დაცვის თემების მიჩუმათება",- აღნიშნა პრეზიდენტმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი Official Channel of The President of Georgia

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროექტი ,,არა ოკუპაციას\" დასრულდა
04:49

პროექტი ,,არა ოკუპაციას" დასრულდა

Kartlosi NGO

თავის დრო #56 - ბიძინა ივანიშვილი, რუსეთისა და დასავლეთის ინტერესი რეგიონში - გიორგი მარგველაშვილი
01:49:50

თავის დრო #56 - ბიძინა ივანიშვილი, რუსეთისა და დასავლეთის ინ...

თავის დრო

58. კუტუზოვი - კაცი რომელმაც მოსკოვი მტერს ჩააბარა
01:34:30

58. კუტუზოვი - კაცი რომელმაც მოსკოვი მტერს ჩააბარა

მეცნიერება ყველასათვის

პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?!\" კასტინგი თელავში
01:11

პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?!" კასტინგი თე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ
04:54

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვეტოს მექანიზმი და გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესაძლო ცვლილება
08:59

ვეტოს მექანიზმი და გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნიჭიერი - მოახერხებს თუ არა დირექტორი ნომრის შესრულებას? [ექსკლუზივი]
00:53

ნიჭიერი - მოახერხებს თუ არა დირექტორი ნომრის შესრულებას? [ექ...

Nichieri

შესაძლებელია თუ არა ქვეყნის მშენებლობა იდეოლოგიის-თეორიული პროექტის გარეშე.
01:45:04

შესაძლებელია თუ არა ქვეყნის მშენებლობა იდეოლოგიის-თეორიული პ...

Teopile Malakia

ყველა ვიდეო