15 წელი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) დაფუძნებიდან

12/19/2018
NALAG-ის მიერ

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) დაფუძნებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.

საზეიმო მიღება, რომელიც თბილისის საკრებულოში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა - კახა კალაძემ გახსნა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ათეა-ს, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და ასოციაციას სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერება და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 15 წლიანი საქმიანობა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტებმა - გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმა, ასევე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იუბილეზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა - სოფიო კილაძემ და ეკა ბესელიამ.

მოწვეულმა სტუმრებმა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესში ასოციაციის ჩართულობას გაუსვეს ხაზი.

იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/239496-

ვიდეოები „NALAG"-ისგან