9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

09.04.2017 03:46

ზუგდიდში სტუდენტებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ბავშვებმა კი "შავლეგო" იმღერეს. "ამ გმირების თავდადებამ მოიტანა საქართველო დამოუკიდებლობა. ასეთი გმირების ხსოვნაზე დგას ქვეყნის მომავალი", - აღნიშნა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ. 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1989 წლის 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ სასტიკი დარბევით დასრულდა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: