იაგო ქვათაძის წიგნში - სხვავა და სხვაველები - უშიშროების გენერალ- მაიორის სერგო დავლიანიძის შესახებ და • Н.Петров Кто руководил органами госбе... ნიკიტა პეტროვის - ცნობარი. იქ ს.დავლიანიძის დაბადების წელი და სამსახური 1948 წლამდე სწორია !. შეცდომა, რომ ის გაასამართლეს რუსეთის.კოდექსის 58-7,58 - 8 მუხ. და სხვა. - სერგოს მამა სიმონ დავლიანიძემ მსახურობდა რუსეთის ჯარში 25 წელი, 18 წ.- 43 წ. ასაკამდე. დაბრუნებისას 1903 წ. ჯვარი დაიწერა 18 წლის ფედოსია სხირტლაძეზე. 1904 წ. 15 06 დაიბადა ვაჟი სერგო . მერე ნინა და თამარა. სხვავაში დადგა უმოსავლო წელიწადი,რაჭაში იდგა მძვინვარე შიმშილი. ოჯახი 1912 წ. გადასახლდა რუსეთის ტვერის ოლქში. სიმონი მუშაობდა პიატიგორსკის რესტორანში, ასრულებდა მზარეულის და ოფიციანტის მოვალეობას. მისი ნაშრომის შედეგად სერგომ 1912 წ.-1919 წ.დაამთავრა პიატიგორსკის რეალური სასწავლებლის სრული ( 6 კლ. ) კურსი. 1920 წ - 1922 წ. დაამთავრა თბილისის გიდროტექნიკური სასწავლებელი. მსახურობდა მილიციელის თანამდებობაზე,მსახურობდა წითელ არმიაში, და უშიშროებაში რიგითიდან კომისარამდე. - 1956 წ. 9 მარტს ს.დავლიანიძე დააკავეს რუსთაველზე და მოათავსეს საქ. სახ. უშიშროების იზოლიატორში. იქ გააჩერეს 4 თვე და 14 დღე. მოკვლევას აწარმოებდა საქართველოს უშიშროების მოკვლევი. გრძელვადიანი მასალას ამტკიცებდა საქ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე ის არ ემორჩილებოდა პროკურატურის ზედამხედველობას და ადგილობრივ ხელისუფლებას. ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის უშიშროებას და პოლიტბიუროს.- მაგრამ სისხ. სამ. საქმეს თუ აღძრავდნენ,გამოძიების შემდეგ, უნდა გაეგზავნათ სასამართლოში ! ის კი არ ემორჩილებოდა მათ.მასალა გადააგზავნეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში იქ იყო მორჩილი პროკურატურა და სასამართლო. იქ 1956 წ.16.07.აღიძრა საქ. სისხლის სამართლის კოდ. 58-7 მუხლით ს.ს. საქმე და ოფიციალურად 23 ივლისს გაფორმდა სანქცია დაპატიმრებაზე, უკვე 4 თვე და 14 დღე დაჭერილ ადამიანზე. წინასწარი გამოძიებაც გაგრძელდა ვადის დარღვევით - ერთი ( 1 ) წელი და 3 თვე. - 1957 წ. 18 10.-31 10. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის სასამართლოს დახურულ სხდომაზე სერგო დავლიანიძეს მიუსაჯეს პატიმრობა- 25 წლით.