სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია 41 ნომერს შემოვხაზავ
„ბატონო ლაშა, მომწონს, რაც თქვენ თქვით, მაგრამ მინდა გითხრათ, საჯაროდ ვიტყვი. თქვენ ახსენეთ, რომ 9 თვეა მუნიციპალიტეტის თავკაცი ხართ. თუ დამიმტკიცებთ, რომ თქვენ და თქვენს მოადგილეებს ამ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია და დანამატი, მე - ზვიად სიჭინავა, 21 ოქტომბერს 41 ნომერს შემოვხაზავ“, - ასე მიმართა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ ზუგდიდის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, ლაშა გოგიას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - „თვითმმართველობა2017“. „თუ თქვენ ამის დასტურს მომცემთ, მე ამას გავაკეთებ. გეუბნებით, ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი, რადგან ეს ხალხი არის ისეთ პირობებში, როგორც საქონელი“, - განაცხადა დომენტი სიჭინავამ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დებატების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური ვითარება ძალიან მძიმეა და დაინტერსდა, იცის თუ არა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიიდან, ამ პრობლემების შესახებ. ვინაიდან, დებატების წამყვანმა დომენტი სიჭინავასთვის განკუთვნილი დრო რეპლიკისთვის ლაშა გოგიას დაუთმო, დომენტი სიჭინავამ ბოლო ერთი წუთი იმ კითხვის დასრულებას დაუთმო, რომლის დასმაც მას „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის სურდა. ლაშა გოგიამ დომენტი სიჭინავას კითხვაზე, აუღია თუ არა 9 თვის განმავლობაში პრემია, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემია-დანამატი ერთხელ აიღო, ხელფასის 50%-ის ოდენობით. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
საჯარო მოხელე: ჩხოროწყუს გამგებელმა „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერ...
Radio Atinati
მოქალაქეთა სურვილების გასაცნობად არასამთავრობოს შეხვედრაზე მ...
Radio Atinati
ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრებმა ხმები დამოუკიდებლა...
Radio Atinati
ლელა ქებურია ერგეტის ინციდენტში მონაწილე პირებს ასახელებს და...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის კანდიდატების ბიზნეს წილები და ქონება TI-ს კ...
Radio Atinati
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
სიჭინავა: იმედი მაქვს, ზუგდიდი აჩვენებს, რომ დემოკრატიული არ...
Radio Atinati