საჯარო მოხელე: ჩხოროწყუს გამგებელმა „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერის გამო გამათავისუფლა
აიპ ფეხბურთის ცენტრის ყოფილი მწვრთნელი ჩხოროწყუს გამგებელს დავით გოგუას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს, - ამის შესახებ ვარლამ სიჭინავამ ენმ-ის ზუგდიდის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, დავით გოგუამ რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა შესთავაზა, სანაცვლოდ კი ბავშთა ლიგის გაკეთება და 40 000 ლარით დაფინანსებას დაჰპირდა, თუმცა სიჭინავას „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნის შემდეგ იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „გოგუამ შემომთავაზა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მის გვერდით დავმდგარიყავი. მე მას ვუთხარი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი და მოსაფიქრებლად 10 დღე მომცა. შემდეგ მე „რუსთავი 2“-ის აქციაზე ვიყავი, იქედან დაბრუნებულს კი მითხრა, რომ გაშვებული ვიყავი სამსახურიდან“, - თქვა სიჭინავამ. პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს სიჭინავას გათავისუფლებას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძეც. „ვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, თუ რის საფუძველზე მოიხსნა სიჭინავა. ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ადამიანმა შეძლოს თავისი სიმართლის დამტკიცება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხსიგება ამ კონკრეტულ ქმედებაზე“, - აღნიშნა წითლიძემ. თავის მხრივ, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა ბრალდებებს უარჰყოფს და ამბობს, რომ სიჭინავა სამსახურდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა. „ყველაფერი, რასაც ამბობს, არის სრული აბსურდი. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე აიპ გაერთიანდა, მათ შორის, სასპორტო სკოლა და ფეხბურთის ცენტრი, შესაბამისად, მოხდა შემცირება“, - თქვა რადიო „ათინათთან“ გოგუამ. ვარლამ სიჭინავა აიპ ფეხბურთის ცენტრის მწვრთნელის თანამდებობას 1999 წლიდან იკავებდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საჯარო მოხელე
info9 info99
GIPA სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი
wwwGIPAge
ჩაქვში მოქალაქეს მერიის თანამშრომელმა გზის მოსაწესრიგებლად 3...
აჭარა ენმ / Adjara unm
საჯარო მოხელე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
info rustavi
საჯარო მოხელე სცემეს
info rustavi
კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში
ქართული სამართალი Georgian Law
საჯარო მოხელე სამუშაო საათებში პანაშვიდზე დადის
editori.ge
როცა საჯარო მოხელე უფლებებს აჭარბებს
info9 info99