ჩაქვში მოქალაქეს მერიის თანამშრომელმა გზის მოსაწესრიგებლად 300 ლარი მოთხოვა
საჯარო მოხელე, რომელმაც მოქალაქისგან ფული აიღო. ჩაქვისთავში ადგილობრივმა მერის წარმომადგენელს გზის კეთილმოსაწყობად თანხა გადაუხადა. რატომ გამოართვა გიგა ცეცხლაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრს სესხით აღებული 300 ლარი? ინფრასტრუქტურა სოფელში დღემდე მოუწესრიგებელია. რა პასუხი აქვს ქობულეთის მერიის ხელმძღვანელობას? ჩაქვში მცხოვრებ მალხაზ გორგილაძის სახლამდე მისასვლელი გზა ავარიულია. მან ტერიტორიის მოწესრიგების ხარჯები თავად გაიღო. ირწმუნება,რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერის წარმომადგენელმა სოფელ ხალაში 300 ლარი მოსთხოვა. ადგილობრივმა სწრაფი სესხის მეშვეობით თანხა აიღო და საჯარო მოხელეს გადაუხადა, თუმცა მძიმე ტექნიკა სოფელში დღემდე არ აუყვანიათ. ადგილობრივი გვიყვება რომ პენიტენციური დაწესებულება 3 წლის წინ დატოვა. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მარტოხელა კაცს ხშირად ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც თუმცა დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტი ადგილზე ვერ გადაადგილდება. მალხაზ გორგილაძის მსგავსად გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ მეზობლებიც.,ამბობენ რომ პროდუქტისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ტერიტორიაზე მხოლოდ კვადროციკლებით მოძრაობაა შესაძლებელი. თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელი სოფელ ხალაში. გიგა ცეცხლაძე ირწმუნება რომ ტერიტორიის ნაწილი აღნიშნული პირის კერძო საკუთრებაა,მუნიციპალიტეტს კი მსგავსი ტერიტორიების მოწესრიგების პროგრამა არ გააჩნია მოქალაქის მიერ სოფელ ხალაში მერის წარმომადგენლისთვის მიცემული თანხის შესახებ არაფერი იციან ქობულეთის მერიაში. ზაზა კაიკაციშვილის თქმით უწყების პროგრამის ფარგლებში, გზის ის სავალი ნაწილი მოწესრიგდება, რომელიც მუნიციპალიტეტის საზღვრებშია, ხოლო დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაცია, კერძო პირმა უნდა უზრუნველყოს. სოფელ ,,ჩაქვის თავში“ 4 ოჯახი ცხოვრობს. #კორუფცია #ჩაქვი
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
Dreamland | ოცნების ქალაქი | Chai Khana
Chai Khana
#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დახურული „დრიმლენდ ოაზისი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩაქვში აკვა პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
CMC-Chakvi Media Camp
ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტ...
TV 25
კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩაქვში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესი კახი კალაძემ დაათვალი...
TV 25