„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. ის დებატების ფორმატით უნდა წარმართულიყო, თუმცა მმართველი პარტიის კანდიდატმა აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამასთან, შეხვედრაზე მისვლა არ ისურვა ენმ-ის მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ. აქედან გამომდინარე, მოდერატორებმა ზვიად ქორიძემ, არჩილ თოდუამ და შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატებს კითხვები ცალ-ცალკე დაუსვეს. საუბარი ძირითად თვითმმართველობის რეფორმას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, გარევაჭრობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო. მმართველო პარტიის მერობის კანდიდატმა საკუთარი ოთხწლიანი გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. რაც შეეხება ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ემზარ კვარაცხელიას კითხვას, რას მოიმოქმედებს ის არჩევის შემთხვევაში ჰომოფობიური გარემოს შესაცვლელად ქალაქში, გოგიამ უპასუხა, რომ ის ძალადობას გმობს, მაგრამ არის ქართველი და მართლმადიდებელი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. თუ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება, მერობის კანდიდატს დამატებით განმარტებები არ გაუკეთებია. ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება დამოუკიდებელმა კანდიდატმა. დომენტი სიჭინავას თქმით, აუცილებელია ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და ერთეულ კომპანიებს ან ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს ქალაქი მონოპოლიზებული. მისივე თქმით, მიგრაციის შეჩერება სწორედ ინვესტიციების მოზიდვით შეიძლება. რაც შეეხება კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, მან თქვა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები სხვა მოქალაქეებთან თანასწორები არიან. „მე ვერ დაგპირდებით, რომ თქვენთან ერთად გამოვალ დროშებით, მაგრამ არც სასულიორო პირებთან ერთად ვაპირებ გამოვიდე სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ“, - თქვა სიჭინავამ. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, რომ თითო ბავშვზე ათას ლარიანი ვაუჩერები გაიცეს. მისივე განმარტებით, ეს მშობლებს მისცემს ბაღების თავისუფალად არჩევის შესაძლებლობას.რაც შეეხება კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, ქებურამ განმარტა, რომ ის მატ უფლებებს დაიცავს. „მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც უფლებების დარღვევის შემთხვევაში დადგება თქვენ გვერდით და იბრძოლებს თქვენთან ერთად“, - თქვა ქებურიამ. მოდერატორმა ზვიად ქორიძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ინფრომაციული და საინტერესო იყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერის ანგარიში და პოლიტიკური დებატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)
Ermile Nemsadze
პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა დებატების გარეშე ჩაივლის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ივანიშვილის ინტერესების დამარცხების გარეშე ვერ შეიცვლება თქ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დებატები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster