მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)

05/21/2024
Ermile Nemsadze-ის მიერ

ბლოგი ,,ჰორიზონტი’’ წარმოგიდგენთ გასული კვირის, უცხოეთის სიახლეებს

16 მაისი

1. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე“, - განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.
მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედის ახალ პაკეტში.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს დახმარება გაუწიოს უკრაინელ დამცველებს ხარკოვის ოლქში, რადგან იქ „უკრაინული ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ“.
კარინე ჟან-პიერის განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქში თავდასხმის მცდელობა დაიწყეს და შესაძლოა მალე გააძლიერონ შეტევითი ოპერაციების ტემპი. მისი თქმით, რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ზედაპირული ბუფერული ზონა შექმნას.
„მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა უკრაინასთან, რათა დავეხმაროთ მას მომზადებაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

2. ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„სავარაუდოდ, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დახმარებას გაერო მიიღებს და ღაზის სექტორში მის განაწილებას კოორდინაციას გაუწევს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი ნავსადგურის მშენებლობა ადგილობრივი დროით 7:40 საათზე დაასრულეს.
ჯერჯერობით უცნობია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაერო-ს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს. (16 მაისი)

3. აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ.
„დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების ლიდერების პირველი დებატები CNN-ის ატლანტას სტუდიაში, აუდიტორიის გარეშე ჩატარდება.
დებატების მოდერატორი ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში იქნებიან.
დებატების მეორე რაუნდი ABC-ში 10 სექტემბერს შედგება.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება. (16 მაისი)

4. სლოვაკეთის პოლიციამ მამაკაცს, რომელიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმისთვის დააკავეს, ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენა, - ინფორმაციას CNN-ი სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლოვაკური მედიის ცნობით, დაკავებულია 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოეტი, მისი სახელი და გვარი ოფიციალურად იდენტიფიცირებული არ არის.
15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, მირიამ ლაპუნიკოვამ 15 მაისს განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე.
(16 მაისი)

5. ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს თავს არიდებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ისრაელი თავის პასუხისმგებლობას გაურბის და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობას თავს არიდებს. ის, ვინც ფიქრობს, რომ სამხედრო გადაწყვეტილებების საშუალებით ინტერესების დაცვა ან უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, ცდება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.
სისიმ აღნიშნა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს და სასაზღვრო გადასასვლელს ღაზის სექტორის ალყის გასაძლიერებლად იყენებს (16 მაისი)

17 მაისი

6. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობისთვის, სანქციები დაუწესა.
უწყების ცნობით, დასანქცირდნენ რაფაელ ღაზარიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, „ტრანს კაიტალი“ და „რაფორტი“, ისევე როგორც ალექსეი ბუდნევი და მისი კომპანია „ტექნოლოგია“.
„გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთთან\", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც ცდილობს ხელი შეუწყოს იარაღის და სხვა მასალის მიწოდებას, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება შეძლოს.
სანქციები გულისხმობს შეერთებულ შტატებში ქონებისა და აქტივების ბლოკირებას. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს ეკრძალებათ ბიზნეს ურთიერთობა სანქცირებულ პირებთან

7. მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 20 ოქტომბერს დანიშნა.
აპრილის შუა რიცხვებში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი არაერთი ცვლილება დაამტკიცა. ამრიგად, რესპუბლიკის ფუნდამენტურ კანონს დაემატება განყოფილება - „ევროპული ინტეგრაცია“, რომელიც მოიცავს მუხლს : „დამფუძნებელ ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვის აქტები.“კონსტიტუციაში არსებული სიახლეების შესახებ კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც

ვიდეოები „Ermile Nemsadze"-ისგან