მოქალაქეთა სურვილების გასაცნობად არასამთავრობოს შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი მივიდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც მოწვეული მერობის კანდიდატებისთვის მოქალაქეთა სურვილები უნდა გაეცნოთ, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა მივიდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში მოსახლეობაში შეგროვებული მესიჯების მათთვის გაცნობა იყო. „მოსახლეობა მესიჯებს უგზავნიდა კანდიდატებს, თუ როგორი მერი უნდათ. ამაზე უნდა ყოფილიყო დღეს საუბარი, თუმცა, რადგან ისინი ადგილზე არ გამოცხადნენ. ჩვენ ამ გზავნილებს საკუთარ შტაბებში მივაწვდით, რათა მომავალმა მერმა ნახოს რა სურვილები გაუგზავნა მათ წინასწაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ და გაითვალისწინონ მომავალი მუშაობის პერიოდში“, - აღნიშნა ბეჭვაიამ. შეხვედრას დომენტი (ზვიად) სიჭინავას საარჩევნო შტაბისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგიას შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ კანდიდატების ღონისძიებას არ დასწრების მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს. იგივე მიზეზი უთხრეს რადიო „ათინათს“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. რაც შეეხება „ევრუპულ საქართველოს“, პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავს შეხვედრაზე მოსაწვევად პარტიის პრესსამსახურს უნდა მიმართონ. „როდესაც მოსაწვევი მოიტანეს შტაბში, ადგილზე არცერთი პასუხიმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, გვიან გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ, თორემ აუცილებლად მივიდოდით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბათლომე შელიამ.მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, კამათი აზიურ ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციების თემასა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მოყვა. სიჭინავას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის დავით ქანთაირას კითხვაზე, როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებს, ნანავამ უპასუხა, რომ კომეპნსაციების გაცემით საკითხი არ გადაწყდება. რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმას, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ძლიერი თვითმმართველობსი არქონას არ ნიშნავს. შეხვედრა „თანაზიარის“ წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
DBW-about us, information bellow in the description ⤵
Development for a Better World
მასობრივი ვაქცინაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაყალბებული დოკუმენტების შესწორების ამნისტია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ცესკო-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
We ConnAct - ფოტოგამოფენა ზუგდიდში
Radio Atinati