შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად იწყებს სერვისების განახლებას
სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება; - ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. #StopCoV #COVID19 Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
მომსახურების სააგენტო მუშაობას ანახლებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვისთვის ხდება მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო - შეხვედრა...
Radio Atinati
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების...
კვირა პლუსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
#ახალიდღე მომსახურების სააგენტოს სერვისები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster