MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამების საკათედრო ტაძარს საჩუქრად ბზის ნერგები გადასცა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამების საკათედრო ტაძარს სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის 2000 ნერგი საჩუქრად გადასცა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს ბზის ხეების უკანონო ჭრისგან. კოლხური ბზა ენდემური სახეობაა. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან