ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა

28.12.2017 00:49

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას დავალებით მე-15 საჯარო ბაღს, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, ამ წუთებში მერიის აუდიტის სამსახური ამოწმებს. გოგიას თქმით,მერია საკითხს ამ დრომდე სწავლობს. „ფაქტია, რომ ბავშვი ვერ შევიდა ღონისძიებაზე, რადგან კარი იყო ჩაკეტილი და 10-15 წუთის განმავლობაში გასაღები ვერ იპოვეს. ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამის სამსახურებს დავავალეთ, რომ გაირკვეს, ეს შეგნებულად მოხდა, თუ გაუგებრობა იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს გოგიამ. მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: