გოგია: ვიცით აუტისტი ბავშვი და სწორედ იმ დაკეტილი კარიდან უნდა შესულიყო

12/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხაება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შესასვლელი სხვა კარები ღია იყო, ბავშვი იქ სწორედ იმ კარით უნდა შესულიყო, რომელიც დაკეტილი დახვდა.

„ვერ შევიდა იმ კარიდან, რომელი კარიდანაც ყოველთვის შედიოდა, აუტისტი ბავშვია, ვიცით ჩვენ და იმ კონკრეტული კარიდან უნდა შესულიყო“, - აღნიშნა გოგიამ და დასძინა, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. მერის დავალებით დღეს ბაღში აუდიტი შევიდა.

მისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ, მისი იფორმაციით, მე-15 ბაღში გაუგებრობა მოხდა.

\"ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქციაც იყო ადეკვატური, მაგრამ,როგორც ვიცი, იქ ასეთი ტრაგიკული იქ არაფერი იყო. ბავშვი დარბაზში ჩვეული კარებით იმიტომ ვერ შევიდა, რომ იქ დეკორაციები იყო და სწორედ ამ საორგანიზაციო საკითხებმა შეუშალა ხელი ამ კარებიდან მის დარბაზში მოხვედრას\", - ასე უპასუხა წოწერიამ ინტერნეტგამოცემა \"ლაივპრესის\" კითხვას და დასძინა, რომ თითოეული ბავშვის უფლების დარღვევა მათ მიერ მკაცრად შეფასდება.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან