"სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს, რომ თავის დროზე ენმ-მ "რუსთავი 2\
სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს, რაც ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი2“. დავა გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ აქვს, თუმცა, როგორც ტელევიზიით გაიგო, ეს კერძო დავაა. კობახიძე მედიის თავისუფლებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელიუფლების უმთავრესი მონაპოვარი თავისუფალი მედიაგარემოა. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. მან კომპანიის წილი გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi
Maestro Television-ის სხვა ვიდეოები
აშშ-ს საელჩო: "ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ს...
საპატრიარქო: "ყინწვისის იატაკი სიძველეს არ წარმოად...
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჟენევაში - რა პრობლემებ...
"მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ...
ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებული მოვლენები...
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალ...
ერგნეთში მორიგი შეხვედრა იწყება, სადაც სოფელ ჩორჩა...
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ოფიციალურ ვებ...