ოპოზიცია: ხელისუფლების დავალებით საჯარო მოხელეები ახლობლებს ზუგდიდში არეგისტრირებენ

04/25/2019
Radio Atinati-ის მიერ

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ. ზოდელავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს. შესაბამისი ვიდეო ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა.

„თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არაზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს, მას კონკრეტულად დაევალა, რომ ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტების შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ვაკხანალია“, - აღნიშნა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს გუბერნატორ მოწერელიას, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით,ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ასევე, ზოდელავამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ. ზოდელავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს. შესაბამისი ვიდეო ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა.

„თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არაზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს, მას კონკრეტულად დაევალა, რომ ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტების შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ვაკხანალია“, - აღნიშნა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს გუბერნატორ მოწერელიას, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით,ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ასევე, ზოდელავამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან