სააკაშვილის გზავნილები და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

25.11.2021 08:25

პერმანენტული მოწოდებები ამჯერად საავადმყოფოს პალატიდან და ოპოზიცია საბრძოლო სტრატეგიის შემუშავების პროცესში, - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ახალი დავალებით მიმართავს. უწყვეტი პროტესტი, მასობრივი აქციები და კონსოლიდაცია ხელისუფლების შესაცვლელად და ამავე დროს, ცალკე საინიციატივო ჯგუფის მუშაობა ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად,- ასეთია სააკაშვილის მორიგი გზავნილი. თუმცა, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების კომიტეტის იდეას ოპოზიციის ნაწილი დღესვე გაემიჯნა. შესაბამისად, უცნობია, ვინ ჩაუდგება ამ ჯგუფს სათავეში - მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მასთან ერთად საზოგადოებრივი ჯგუფებიც. პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე მედიასთან არ ჩნდება. ფაქტია, რომ საბრძოლო გეგმის და ხედვის გარშემო ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობა არ არის. პარალელურად დღის წესრიგში ჩნდება ახალი მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილი ამჯერად მკურნალობის შეწყვეტით იმუქრება. მონიტორინგის შემდეგ დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი - დასკვნაში სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მძიმე ფსიქოლოგიური გარემოს და შიმშილობით გამოწვეული სინდრომის გამო ჯგუფი შესაბამისი დიაგნოზის დასასმელად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას და ფსიქოთერაპიის კურსს ითხოვს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სააკაშვილის გზავნილები და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა #დღისთემა #LIVE
01:12:45

სააკაშვილის გზავნილები და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა #დღისთემ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას / დაუმორჩილებლობის სცენარი და ოპოზიციის გეგმა #LIVE
01:02:15

ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას / დაუმორჩილებლობის სცენარი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
05:54

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის სტრატეგია
06:55

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის სტრატეგია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
27:24

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ და აქციებისკენ მოუწოდებს
07:21

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ და აქციებისკენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის გეგმები
07:18

ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება ოპოზიციას
06:53

„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება ოპოზიციას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო