საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე

08.11.2021 27:24

გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ოპოზიციის გეგმები არ შეუცვლია.  „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას მართავს. მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. საჭიროების შემთხვევაში გზების და მაგისტრალების გადაკეტვა, შენობების პიკეტირება, არ დაშლა, ქუჩაში დარჩენა, წინააღმდეგობრივი აქცია და კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა, - ასეთია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. აქციაზე, რომელიც ჯერ კიდევ შაბათს ნიკა მელიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანის შემთხვევაში დააანონსა, „ლელოს“ ლიდერები, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებიც იმყოფებიან. საპროტესტო გამოსვლას შეუერთდა წალენჯიხიდან ჩამოსული კოლონა, რომელსაც მერი მოუძღოდა წინ. ხელისუფლება ოპონენტებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ან დესტრუქციული ქმედება მყისიერად იქნება აღკვეთილი. ჯერ კიდევ დილით მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი გზავნილი გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

21 მარტის საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
02:21

21 მარტის საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია  დაიწყო
01:34

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქცია
06:10

„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ნაციონალური მოძრაობის\" საპროტესტო აქცია ხვალ თავისუფლების მოედანზე გაიმართება
00:32

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია ხვალ თავისუფლების მ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია თავისუფლების მოედანზე და პოლიტიკური შეფასებები
08:40

აქცია თავისუფლების მოედანზე და პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ერევანში
00:57

ვითარება ერევანში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არაკაცების ხელისუფლებაა! დღიეიდან იწყება, ფართო საპროტესტო მოძრაობა! უწყვეტი პროტესტი - ნიკა მელია
19:05

არაკაცების ხელისუფლებაა! დღიეიდან იწყება, ფართო საპროტესტო მ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აქცია - „თავისუფლება მიშას“
24:36

აქცია - „თავისუფლება მიშას“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო