ვითარება ერევანში
ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სომხეთის დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ფაშინიანმა სახელმწიფო ინტერესებს უღალატა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას დათანხმდა. ოპოზიციონერების თქმით, ფაშინიანი ქვეყნის მმართველად აღარ უნდა დარჩეს. მიტინგზე ასევე გამოცხადდა, რომ 17 ოპოზიციური პარტია „ეროვნული გადარჩენის კომიტეტს“ ქმნის. დემონსტრაციის დაწყებამდე გავრცელდა ცნობა, რომ დაკავებულია ოპოზიციონერი დეპუტატი გაგიკ წარუკიანი. თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეთანხმების გაფორმების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ერევანში
Formula News
ვითარება ერევანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ერევანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ერევანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ერევანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყარაბაღის კონფლიქტი | ვითარება ერევანში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აქციის მონაწილეებმა პირი ამოიკერეს-ვითარება ერევანში 07.07.2...
Tv Dia
საქართველოს მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა / რუსეთ-თურქეთის შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster