საქართველოს მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა / რუსეთ-თურქეთის შეთანხმება და დაძაბულობა ერევანში #LIVE

11.11.2020 57:55

• საქართველო მაღალი რანგის სტუმარს უმასპინძლებს - მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება; ამერიკელი მაღალჩინოსნის დღის წესრიგში ოპოზიციასთან შეხვედრა არ არის; მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერად აფასებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მაიკ პომპეო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად ჩამოდის; • კიდევ ერთი შეთანხმება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით - ამჯერად, მემორანდუმი ანკარა-მოსკოვს შორის გაფორმდა; კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-თურქეთი გააკონტროლებს; ვითარება უკიდურესად იძაბება ერევანში, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ; ქვეყნის ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად ემზადება; • არჩევნების შედეგების შეჯამება აქციების ფონზე დასრულდა - დავები სასამართლოში გადაინაცვლებს; ოპოზიციამ კომისიების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტა და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა; საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები და ოლქები, სადაც ხელახალი არჩევნები და მეორე ტური გაიმართება; • დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი მეცენატის აღმოსავლურ ოთახში - ისტორიული დოკუმენტები, სურათები, ხელნაწერები, პირადი ნივთები და ვიდეორგოლში გაცოცხლებული სარაჯიშვილისეული სახლის ისტორია, მასპინძლებისა და სტუმრების ცხოვრება; მაჩაბლის 13 ნომერში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაც იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო