ევროსაბჭოს წარმომადგენლის ვიზიტი

09.11.2019 01:04

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. მაღალი რანგის სტუმარი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციაც. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთანაც გამართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: