ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და ის შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ კიდეც. ტორბიორნ იაგლანდმა ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა. თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, - განაცხადა იაგლანდმა. მისივე თქმით, თუ რუსეთის ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ საჭირო გახდება ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 12 ოქტომბერს სტრასბურგში დაგეგმილია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც რუსეთის საკითხის განხილვა იგეგმება. რუსეთის საწევრო გადასახადი ევროსაბჭოს ბიუჯეტში 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 20 საათზე, 30 იანვარი, 2017
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილები - შეფასება პოლიტიკუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
3
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრები
TV IMEDI
სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურამ ოდიშარია სტრასბურგში
culturegovge culturegovge