ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება
10/11/2018
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და ის შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ კიდეც. ტორბიორნ იაგლანდმა ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.
თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, – განაცხადა იაგლანდმა. მისივე თქმით, თუ რუსეთი ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ საჭირო გახდება ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 12 ოქტომბერს სტრასბურგში დაგეგმილია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც რუსეთის საკითხის განხილვა იგეგმება.
რუსეთის საწევრო გადასახადი ევროსაბჭოს ბიუჯეტში 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.