NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში
მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში. ნატოს გენერალური მდივანი თბილისშია. იენს სტოლტენბერგი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა. მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და მწვავე განცხადებები მოსკოვის მისამართით - გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი გზავნილი. საქართველოს წევრობაზე კონკრეტული ვადები არც ამჯერად დასახელებულა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა გაიმეორა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება. საქართველო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და ერთგულ პარტნიორად დასახელდა და ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმებზე გადის ნატოში ინტეგრაციაც. რეფორმების გაგრძელებისკენ მოწოდების დროს განსაკუთრებული ხაზგასმა იყო კანონის უზენაესობაზე და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე. ზაფხულში ნატოს საიუბილეო ვაშინგტონის სამიტის ფონზე, დღევანდელი შეხვედრები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებული ინტერესია, თუ რა ფორმით იქნება საქართველო სამიტზე წარმოდგენილი და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით რა გზავნილებს უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აკაკი მინაშვილის ბრიფინგი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნატო-ს გენმდივანი ბათუმშია
EUNATO GovGe
შეხვედრები ჩიკაგოს სამიტამდე
EUNATO GovGe
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - შეხვედრები NATO-ს შტაბ-ბი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO- ს გენერალური მდივნის განცხადება
TV IMEDI
საქართველოს პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს სამიტი ვაშინგტონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster