შეხვედრები ჩიკაგოს სამიტამდე

05/11/2012
EUNATO GovGe-ის მიერ

მოახლოებული ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ბოლო მოლაპარაკებებისათვის ვიცე პრემიერ- მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ნატოს შტაბ- ბინაში გიორგი ბარამიძისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კნუდ ბარტელსის შეხვედრის შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარმიძემ შეხვედრები გამართა ახალი საფრთხეების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაბორ იკლოდთან, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კოლინდა გრაბართან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. სხვადასხვა ფორმატში, ასევე, შეხვედრები გაიმართა ნატო--ში აშშ--ს, საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან, სადაც ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ ბოლო სტადიაზე განიხილეს, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო სამიტის შეხვედრების ფორმატებსა და დასკვნითი დოკუმენტების შინაარსის თვალსაზრისით.

EUNATOGOVGE Web -http://www.eu-nato.gov.ge
EUNATOGOVGE on Facebook- http://www.facebook.com/EUNATOGOVGE
EUNATOGOVGE on Twitter- http://twitter.com/EUNATOgovge
EUNATOGOVGE on Flickr - http://www.flickr.com/photos/eunatogo...
EUNATOGOVGE on Myvideo.ge- http://www.myvideo.ge/EU-NATO.GOV.GE

ვიდეოები „EUNATO GovGe"-ისგან