NATO-ს გენერალური მდივნის  განცხადება


ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის მიმართ მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს.

ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმა იქნება მთავარი თემა ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე, რომელიც ხვალ გაიხსნება.

ერთი დღით ადრე ორგანიზაციის გენერალური მდივანი აზოვის და შავი ზღვის დამაკავშირებელ სრუტეში მომხდარ ფაქტს გმობს და მოსკოვს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სწორედ 25 ნოემბრის თავდასხმაზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრებენ ნატო-საქართველო-უკრაინის ხვალინდელ სხდომაზე.

მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს კითხვა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაუსვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან