აქცია - „თავისუფლება მიშას“
საპროტესტო გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. უკვე მეოთხე საათია, თბილისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან ჩამოსულები. აქციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან, თუმცა ინდივიდუალურად მივიდნენ პოლიტიკოსები, ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გამოშვებაა. ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმის შეწყალების ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენების არსებობის და სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად, თანაგუნდელები ექს-პრეზიდენტს მაინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. პარტიის ლიდერები პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აპროტესტებენ და სამართლიან სასამართლოსთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვენ, რომლის მიღწევაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურით ესახებათ. სიტყვით გამოსვლებთან ერთად სრულდება მუსიკალური ნომრები. აქციის მსვლელობისას ლიდერები მხარდამჭერებს მომავალ სამოქმედო გეგმასაც გააცნობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილი აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„თავისუფლება მიშას“- აქცია მთავრობის კანცელარიასთან
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მთავარი 12 საათზე - 4.10.2021 | "თავისუფლება მიშას" - აქცია...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
თავისუფლება მიშას საპროტესტო აქცია ზესტაფონშიც გაიმართა
ტვ არგო / TV ARGO
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თავისუფლება მიშას“ - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავისუფლება მიშას - საპროტესტო აქცია
paqtebi. ge