10 მცდარი მითი სხეულზე, რომელიც სიმართლე გეგონათ ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- ვიდეოში გაგაცნობთ 10 გავრცელებულ მითს ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება: 10. ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ ტვინი, რომელიც საშუალოდ კილოგრამსა და 400 გრამს იწონის, 100 მილიარდი ნეირონისგან და კვადრილიონი სინაფსისგან შედგება. მითი იმის შესახებ, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ, 1800-იანი წლების ბოლოს გავრცელდა, როდესაც ფსიქოლოგმა ბორის სიდისმა საკუთარ ვუნდერკინდ შვილზე, უილიამ სიდისზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში ყველას შეეძლო ასეთი ინტელექტის განვითარება. მას შემდეგ თითქმის 150 წელი გავიდა და სიდისის მოსაზრება არაერთი სამეცნიერო კვლევით გაბათილდა 9. გადაყლაპული საღეჭი რეზინი 7 წელი რჩება კუჭში ბავშვობაში ბევრ თქვენგანს ექნება გაგონილი, რომ გადაყლაპული საღეჭი რეზინი 7 წლის განმავლობაში, ან სულაც სამუდამოდ რჩება კუჭში და შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ზუსტად არავინ იცის საიდან წარმოიშვა ეს მითი, მაგრამ ის სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. კუჭში მოხვედრილი საღეჭი რეზინი ნაწილობრივ იშლება, კუჭი შაქარსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს ინელებს და რჩება მხოლოდ ე.წ. ელასტომერი, რომელიც საკვებთან ერთად მალევე გამოიდევნება ორგანიზმიდან. 8. შოკოლადი გამონაყარს იწვევს ბევრ ჩვენგანს გაუგია, რომ შოკოლადის ჭამა პირდაპირ კავშირშია კანზე გაჩენილ გამონაყართან. საბედნიეროდ ეს მითი სიმართლეს არ შეესაბამება. კანის გაღიზიანებას არა შოკოლადი, არამედ შოკოლადის ზოგიერთ სახეობაში არსებული ჭარბი ცხიმი და ზედმეტი შაქარი იწვევს, რომელიც ორგანიზმში სებუმის გამოყოფას, კანის ცხიმიანობის გაზრდასა და ფორების ჩაკეტვას იწვევს. მოკლედ გამონაყარზე პასუხისმგებელი ბევრი სხვადასხვა ფაქტორია და არა კონკრეტულად შოკოლადი ან სხვა ერთი ტიპის საჭმელი. 7. სტაფილოს ჭამა მხედველობას აუმჯობესებს მითი იმის შესახებ, რომ სტაფილოს ჭარბი დოზით მიღება მხედველობაზე დადებითად მოქმედებს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროპაგანდის დამსახურებაა. ბრიტანეთის ინფორმაციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი მფრინავები დიდი რაოდენობით სტაფილოს ჭამდნენ და ამის გამო ახერხებდნენ სიბნელეში გერმანულ თვითმფრინავებზე უკეთ მანევრირებას და დაბომბვას. სინამდვილეში ეს ყველაფერი ახალი ბრიტანული სარადარო სისტემის დამსახურება იყო, რომლის არსებობასაც საიდუმლოდ ინახავდნენ. 6. ადამიანებს 5 გრძნობა აქვთ ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ ისწავლება არისტოტელეს მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანებს 5 გრძნობა გააჩნიათ: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემო. სინამდვილეში გრძნობების რაოდენობა ბევრად უფრო მეტია. ზოგადად „გრძნობა“ შემდეგნაირად შეგვიძლია განვმარტოთ: „ორგანიზმის სენსორული რეაქცია გარეგან გამაღიზიანებლებზე“. შესაბამისად შეხება სხვადასხვა გრძნობებად შეგვიძლია დავშალოთ, მაგალითად ტემპერატურის შეგრძნება, წნევა, ტკივილი და ა.შ. დღესდღეობით 33-მდე სხვადასხვა გრძნობის კლასიფიკაციაა მომხდარი, მათ შორის სისხლის წნევა და წონასწორობა. 5. ენის მოხრა გენეტიკური ნიჭია შეიძლება ბიოლოგიის მასწავლებელს გაკვეთილზე უთქვამს, რომ ენის მოხრა გენეტიკურად გადაცემადი ნიჭია და მისი სწავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუკი რომელიმე მშობელს შეეძლო იმავეს გაკეთება. მითის გავრცელება 1940-იან წლებში მოღვაწე გენეტიკოსს, ალფრედ სტურტევანტს მიეწერება. მისი კვლევა მალევე გაბათილდა, რადგან აღმოაჩინეს უამრავი იდენტური ტყუპი, რომელთაგანაც მხოლოდ ერთს შეეძლო ენის რკალურად მოხრა. შეცდომა თავად სტურტევანტმაც აღიარა, თუმცა მისი მცდარი მოსაზრება დღემდე ისწავლება ზოგიერთ სკოლაში 4. ყინვაში ყველაზე მეტ სითბოს თავი კარგავს; 3. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება; 2. თითების ტკაცუნი ართრიტს იწვევს; 1. გაპარსვა წვერის და თმის გახშირებას იწვევს. ---------- ჩვენი ფლეილისტები: უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ინტერნეტი: • ინტერნეტი
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქ...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
10 მცდარი მითი, რომლისაც ადამიანებს სჯერათ ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
10 მცდარი ფაქტი, რომლებისაც გვჯეროდა რადგან სკოლაში ასე გვას...
იცოდით, რომ
მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე
bii hehe
მცდარი მითები ვიკინგების შესახებ!
History says
„ცარიელი მიწა“ და სხვა ტყუილები: ილან პაპე ისრაელის ოფიციალუ...
მაუწყებელი • Mautskebeli
5 ცრუ მითი მოტოციკლეტებზე
Super Skinny
მოსაზრება, რომ მიგრანტები დაავადებებს ავრცელებენ მცდარია
ამერიკის ხმა
10 მცდარი წარმოდგენა ძაღლზე რომლისაც გვჯერა
ELL Channel