„ცარიელი მიწა“ და სხვა ტყუილები: ილან პაპე ისრაელის ოფიციალური ისტორიის წინააღმდეგ

18.07.2025 32:14

ისრაელელი ისტორიკოსის, ილან პაპეს წიგნის - „ათი მითი ისრაელის შესახებ“ - მიხედვით, გიამბობთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ისტორიას. პაპე, „ახალი ისტორიკოსების“ წარმომადგენელი, თავის ნაშრომში ამსხვრევს ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ ნარატივებს. ნათელი ხდება, თუ რატომ არის მცდარი ისეთი გავრცელებული მითები, როგორიცაა „პალესტინა იყო ცარიელი მიწა“, „1967 წლის ომი იყო თავდაცვითი“ ან „ისრაელი რეგიონში ერთადერთი დემოკრატიაა“. ასევე, ვსაუბრობთ, თუ როგორ იქცა ეს მითები ისრაელის პოლიტიკის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად და როგორ განაპირობა მრავალწლიანმა ოკუპაციამ, აპარტეიდმა და სისტემურმა უსამართლობამ ბოლო დროინდელი ტრაგიკული მოვლენები. 00:00 - 00:55 - ანონსი 00:56 - 04:53 - შესავალი 04:54 - 06:53 - პირველი მითი: პალესტინა იყო ცარიელი მიწა 06:54 - 10:17 - მეორე მითი: ებრაელები იყვნენ ხალხი მიწის გარეშე 10:18 - 12:23 - მესამე მითი: სიონიზმი იუდაიზმია 12:24 - 15:39 - მეოთხე მითი: სიონიზმი არ არის კოლონიალიზმი 15:40 - 18:15 - მეხუთე მითი: პალესტინელებმა სამშობოლო თავისი ნებით დატოვეს 18:16 - 20:20 - მეექვსე მითი: 1967 წლის ომი იყო თავდაცვითი 20:21 - 22:50 - მეშვიდე მითი: ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი დემოკრატიაა 22:51 - 25:25 - მერვე მითი: ოსლოს მითოლოგიები 25:26 - 27:31 - მეცხრე მითი: ღაზას მითოლოგიები 27:32 - 30:21 - მეათე მითი: ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია 30:21 - 32:14 - დასკვნა

გაზიარება: