ნიკა ჩერქეზიშვილი — ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი) — ნეკნები (ბუდე)
გთხოვთ, გამოიწერეთ არხი — / @doctornina1 მა, როცა ორჯერ ორია ოთხი, ანუ – მარტივი ჭეშმარიტება – ის, რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს, რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები ჭერიდან, მარტო ვუახლოვდები და სანამ შევალ, ვჩერდები კართან, რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები, სიზმრები, ხომ არ დამტოვეს, რათა – დავრწმუნდე, ვიგრძნო, (ვიცოდე – უნდა) – მთლად მარტო არ ვარ, რომ აქ არიან… მე გავუკეთე ნეკნებით ბუდე ამ ჩიტებს, მაგრამ ყველა მკვდარია. მე ავაშენე ძვლებისგან სახლი, მაგრამ სიცივე გაუჯდათ კედლებს, არავინაა გარშემო, ახლო, სხვა – არაფერი, რომ დამაყვედროს მაინც, რომ მისთვის ავანთე ცეცხლი, რომ ეს წყვდიადი მუხლებზე ხოხვით გამოვამტვრიე, რომ ღამე მესხმის ყოველდღე თავზე, რომ რჩება ოხრად – ჩემი სისხლისგან დამბალი მიწა, ჩემი ყელიდან წამსკდარი – ღმერთო! მა, მეც თუ მოვკვდი და ამოვიწვი ამ ჯოჯოხეთში, შენა ხარ ერთი, ვინც ყველა ნერვით და სისხლის ყველა ელვარე წვეთით, ყველა ატომით, ხარ ჩემში ცოცხლად, ის, ვისშიც შველა და დამარცხება ამ სიმარტოვის არის და… მა, მა, დღეების მერე, მე როცა ყველა ღამეს გავათევ, როცა ამ ნაწერს დაფარავს მტვერი… შენ მოხვალ ჩემთან და შუქს აანთებ!
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა ჩერქეზიშვილი / ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი)
Davit Narimanidze
ნიკა ჩერქეზიშვილი, ნოდარ რევაზიშვილი
ა. უ.
ნიკა ჩერქეზიშვილი _ ციკლიდან Blues
ა. უ.
nika cherqezishvili / ნიკა ჩერქეზიშვილი - requiem და ციკლიდა...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ჩერქეზიშვილი
ა. უ.
ნიკა ჩერქეზიშვილი _ ჩემი ნარატივი
ა. უ.
ნიკა ჩერქეზიშვილი
Natia Tamazashvili
ნიკა ჩერქეზიშვილი
ა. უ.