ყველაზე მაღალი ქალები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

08/17/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
დღევანდელ ვიდეოში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქალების შესახებ ვისაუბრებთ.
10. დელორეს პულარდი
1946 წელს დაბადებული დელორეს პულარდი 226 სანტიმეტრი იყო და იმ პერიოდში ყველაზე მაღალ ქალად ითვლებოდა. დელორესი 1971 წელს, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
9. ელა ევინგი
ელი ევინგი 1872 წელს, მისურიში დაიბადა. ელა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყველაზე მაღალი ქალი იყო. მისი სიმაღლე 224 სანტიმეტრი იყო და ჩვენი დღევანდელი სიის ბევრი წევრის მსგავსად, საცირკო წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.
8. ტრინტიე კეევერი
თუკი ისტორიები ამ ქალბატონის შესახებ მართალია, მაშინ ის ყველა დროის ყველაზე მაღალი ქალბატონია, რომლის სიმაღლეც 254 სანტიმეტრს აღწევდა. მისი მშობლები ხშირად აიძულებდნენ საცირკო წარმოდგენებში და კარნავალებში მონაწილეობის მიღებას. ტრინტიე 17 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
7. სან ფენგი
სან ფენგი ჩინეთში მცხოვრები ამჟამად ცოცხალი ყველაზე მაღალი ქალია. მისი სიმაღლე 221 სანტიმეტრია და ის ხშირად ეშლებათ იაო დეფენში, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
6. ვასილიკი ქალიანდჯი
ვასილიკი 1882 წელს, საბერძნეთში დაიბადა და მისმა სიმაღლემ 229 სანტიმეტრს მიაღწია. სამწუხაროდ მისი ფოტოები არ არსებობს, მაგრამ წერდნენ, რომ ვასილიკის თვალები ქათმის კვერცხის ოდენა იყო და უზარმაზარი ხელები და ტერფები ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის გინესის რეკორდსმენის ტიტულს ატარებდა.
5. სენდი ალენი
სენდი ალენი 1955 წელს დაიბადა. მისი სიმაღლე 231 სანტიმეტრი და 7 მილიმეტრი იყო. სენდი მსახიობი იყო და საცირკო წარმოდგენებშიც იღებდა ხოლმე მონაწილეობას. სიცოცხლის ბოლომდე ის გინესის რეკორდების წიგნში შედიოდა.
4. იაო დეფენი
იაო დეფენი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი იყო, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნში ეს ტიტული სხვა პიროვნებას, სენდი ალენს ეკუთვნოდა. დეფენის სიმაღლემ 233,7 სანტიმეტრს მიაღწია და 2011 წელს ოფიციალურად გახდა ყველაზე მაღალი ქალი, თუმცა 1 წლის შემდეგ ტრაგიკულად გარდაიცვალა.
3. ჯეინ ბანფორდი
ჯეინ ბანფორდის სიმაღლე 241 სანტიმეტრი იყო, მაგრამ მისი სურათები, სამწუხაროდ, შემორჩენილი არაა. ის ინგლისში ცხოვრობდა და გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი იყო 2001 წლამდე. რეკორდი მისი ჩონჩხის სურათისა და დაბადების მოწმობის საფუძველზე დაფიქსირდა.
2. ანა ჰეინინგ ბეიტსი
ანა ბეიტსი 1846 წელს, კანადაში დაიბადა. მისმა სიმაღლემ 227 სანტიმეტრსა და 3 მილიმეტრს მიაღწია და ცირკთან ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. რამდენიმე წლის შემდეგ ანა დაქორწინდა და ორი შვილი ეყოლა.
1. ზენგ ჯინლიანი
ზენგ ჯინლიანი მსოფლიო ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ქალია, რომლის სიმაღლეც 248 სანტიმეტრი და 3 მილიმეტრი იყო. ის 1964 წელს დაიბადა და 1982 წელს, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ფლორა და ფაუნა:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან