40 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი III)


✋ 40 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი III)

გამოიწერეთ ჩვენი არხი:
✅    / @history-interestingfacts  

💟 თუ მოგწონთ ჩვენი არხი იქნებ დონაციის სურვილიც გაქვთ?
https://www.paypal.me/H1Ta
(სხვა მეთოდების გამოყენებისთვის მოგვწერეთ მაილზე)
[email protected]


1. ჯორჯ ვანშინგტონი შეხვედრებისას ხელს არ ართმევდა ხალხს, უპირატესობას თავის დახრას ანიჭებდა.

2. 1759 წელს არტურ გინესმა იქირავა ლუდსახარში 9000 წლით 45 ფუნტის სანაცვლოდ წელიწადში, იქ დაიწყო ცნობილი ლუდის Guinness_ის ხარშვა.

3. მადონა და სელენ დიონი არიან პრინც ჩარლზის მეუღლის კამილას ბიძაშვილები.

4. ენდრიუ ჯონსონი ამერიკის მე-17 პრეზიდენტი იყო, ის თავის ხელით კერავდა მისთვის საჭირო ტანსაცმელს.

5. აბრაამ ლინკოლნი და ჩარლზ დარვინი ერთ დღეს დაიბადნენ 1809 წლის 12 თებერვალს. თუმცა მეცნიერმა პოლიტიკოსზე თითქმის 20 წლით დიდხანს იცოცხლა.

6. გენიალური ფიზიკოსის აინშტეინის გარდაცვალებისას მასთან იმყოფებოდა მედდა, რომელმაც გერმანული არ იცოდა. ამიტომ ალბერტის ბოლო სიტყვები მასთან ერთად დაიღუპა.

7. რაფაელ მალინამ იგივე ლაგარიჯომ მე-19 საუკუნის ცნობილმა ხარებთან მებრძოლმა.
4867 ხარი მოკლა.

8. 35 წლის განმავლობაში მოცარტმა 600_ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მის ცოლს ფული არ ეყო, რომ იგი სხვებისაგან განცალკევებით დაესაფლავებინა.

9. ოფიციალურად ამერიკელმა მილიარდელმა ჯონ როკფელერმა 550 მილიონზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში.

10. 1952-1966 წლებში რალფ და კაროლინ კამინსების ოჯახში დაიბადა 5 ბავშვი ყველას დაბადების დღე 20 თებერვალია.

11. ვოლტერის ცხედარი 1778 წელს მოიპარეს საფლავიდან და ვეღარ შეძლეს მისი პოვნა. მოპარვის შესახებ კი 1864 წელს შეიტყვეს.

12. ამერიკის ყველაზე დაბალი პრეზიდენტი იყო ჯეიმს მედისონი(1.62) ხოლო ყველაზე მაღალი აბრაამ ლინკოლნი(1.93)

13. რომის იმპერატორი იულიუს კეისარი ატარებდა დაფნის გვირგვინს რათა დაეფარა თავისი მელოტი.

14. ჩარლზ დიკენსი სახით ყოველთვის ჩრდილოეთისკენ იყო შებრუნებული როდესაც რაიმე პროდუქტიულს ჰქმნიდა, ასევე ძილის დროსაც.

15. პოლ მაკარტნის დედა ბებიაქალი გახლდათ.

16. როდესაც ბეთჰოვენმა მე-9 სიმფონია შექმნა, ამ მომენტისთვის ის აბსოლუტურად სმენადაკარგული გახლდათ.

17. ტომას ედისონმა ელექტრონული ნათურის გამოგონებისას 40 000 გვერდი დაწერა, თუმცა ადამიანთა დიდ პროცენტს სჯერა, რომ ეს ნიკოლა ტესლას გამოგონებაა, მეც მათ კატეგორიაში შევდივარ.

18. იოჰან სებასტიან ბახის 100-ზე მეტი შთამომავალი ორღანისტები გახდნენ.

19. მოცარტმა მუსიკის წერა 3 წლისამ დაიწყო.

20. რუსეთის დედოფალს ელიზაბედ 1_ელს 15 000 კაბაზე მეტი ჰქონდა.

21. ექიმი Alice Chase რომელმაც დაწერა წიგნი “ჯანმრთელი კვება\" და სხვა მრავალი წიგნი სწორ კვებაზე. ზედმეტი ჭამისაგან გარდაიცვალა.

22. Jack the Ripper იგივე ჯეკი მფატრავი 19 საუკუნის ყველაზე ცნობილი მვლელი, დანაშაულს ყოველთვის შაბათ კვირას სჩადიოდა.

23. ბეთჰოვენი ყავას ყოველთვის 64 მარცვლით ადუღებდა.

24. 1849 წელს სენატორი David Atchison ამერიკის პრეზიდენტი გახდა მხოლოდ ერთი დღით. ამ დღის უმეტესი ნაწილი მან ძილში გაატარა.

25. 1938 წელს ჟურნალმა \"Time\" დაასახელა ჰიტლერი წლის ადამიანად.

26. შერლოკ ჰოლმსის ავტორი, არტურ კონან დოილი, პროფესიით ოფთალმოლოგი ანუ თვალის ექიმი გახლდათ.

27. უინსტონ ჩერჩილი დაიბადა ქალების საპირფარეშოში.

28. ნაპოელონს კატების პანიკური შიში ჰქონდა.

29. რომის იმპერატორმა Neron_მა აიძულა თავის აღმზრდელ ფილოსოფსს Seneca_ს თავი მოეკლა.

30. საფრანგეთის მეფე, ლუი XIV_ს 400 საწოლი ჰქონდა.

31. ესპანეთის მეფის ალფონსოს_ს მეფობისას იყო ასეთი წოდება ჰიმნოვიკი. საქმე იმაშია რომ მას საერთოდ არ ჰქონდა სმენა და ამიტომ ვერ ანსხვავებდა ჰიმნს სხვა სიმღერისაგან. ჰიმნოვიკს უნდა შეეტყობინებინა მისთვის თუ როდის იმღერებდნენ ჰიმნს.

32. ისრაელის მეფეს სოლომონს 700 ცოლი ჰყავდა და რამდენიმე ათასი საყვარელი.

33. ინგლისის მეფემ ჰენრი VIII_ემ თავისი 6 ცოლიდან 2 სიკვდილით დასაჯა.

34. დედოფალ ვიქტორიას ქორწილში აჩუქეს ყველი რომლის დიამეტრი 3 მეტრი იყო ხოლო წონა 500 კილო.

35. მადაგასკარის დედოფალი რანავალონა სიკვდილით სჯიდა იმ ქვეშემდგომებს რომლებსაც მას სიზმარში მისი თანხმობის გარეშე ნახავდა.

36. ამერიკის პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი თვლიდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო.

37. პირველი ადამიანი ისტორიაში რომელსაც მატარებელი დაეჯახა იყო ბრიტანული პარლამენტის წევრი ვილიამ ჰასკინსონი.

38. პირველი ამერიკელი მთავარი მოსამართლე ჯონ ჯეი ყიდულობდა მონებს რათა შემდეგ გაენთავისუფლებინა ისინი.

39. ნაპოელონი 26 წლის იყო, როცა მან იტალია დაიპყრო და ასევე იტალიის ნაციონლური დროშა მოფიქრებულია ნაპოლეონის მიერ.

40. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა თავისი საწამლავის ეფექტურობას ამოწმებდა საკუთარი მონების დახმარებით, ის მათ აიძულებდა დაელიათ შხამი.



ჩვენი სოციალური ქსელი:
Facebook:   / historyinterestingfacts  
Instagram:   / historyinterestingfacts

ვიდეოები „ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ისგან