40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი XII)


✋ 40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი XII)

გამოიწერეთ ჩვენი არხი:
✅    / @history-interestingfacts  

💟 თუ მოგწონთ ჩვენი არხი იქნებ დონაციის სურვილიც გაქვთ?
https://www.paypal.me/H1Ta
(სხვა მეთოდების გამოყენებისთვის მოგვწერეთ მაილზე)
[email protected]

1. დოლარის ყველაზე მსხვილი კუპიურა გამოშვებულ იქნა 1934 წელს, მისი ნომინალი შეადგენდა 100 000$-ს, ის გამოიყენებოდა უშუალოდ საბანკო ოპერაციებისთვის.
2. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან და გვერდით ფრენა შეუძლია. ასევე მას შესწევს უნარი იფრინოს გაუჩერებლად დაახლოებით 1 საათი.
3. ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.

4. კოალას და ადამიანის თითის ანაბეჭდები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს მსგავსება იმდენად კოლოსალურია, რომ სპეციალისტებსაც კი გაუჩნდათ პრობლემა ადამიანისა და კოალას ანაბეჭდებით გარჩევისას, რადგან მიკროსკოპის ქვეშ ისინი ერთმანეთს ძალიან გავს.
5. ნელამავალი, ცნობილი როგორც „წყლის დათვი“ ან „ხავსის გოჭი“, მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე გამძლე ცოცხალ ორგანიზმად. მას აქვს უნიკალური უნარი - ადაპტირდეს სხვადასხვა პირობებში. ნელამავალს შეუძლია გადაურჩეს როგორც -100, ასევე +150 გრადუს ცელსიუსს, რადიაციასს, გაძლოს 10 წელი წყლის გარეშე და შეაჩეროს სასიცოცხლო ფუნქციები ხელსაყრელი გარემო პირობების აღდგენამდე. „წყლის დათვი“ ბინადრობს ყველგან, სადაც წყალია, იქნება ეს ყინული, ცხელი წყარო, ოკეანე თუ პატარა გუბე.
იაპონიის პოპულარული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში, მეცნიერებმა ჩაატარეს უნიკალური ექსპერიმენტი. ეს მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი შემთხვევაა,
როცა ცოცხალი ორგანიზმი გაყინეს და წლების შემდეგ წარმატებით გააცოცხლეს.
ორი ნელამავალი 1983 წლიდან, -20ºC - ზე იყო გაყინული. პირველი, გაცოცხლებიდან 20 დღეში დაიღუპა, ხოლო მეორე გადარჩა და რამდენიმე კვირაში კვერცხები დადო. გაცოცხლებიდან პირველივე დღეს ნელამავალმა ფეხები აამოძრავა, მეექვსე დღეს კი გადაადგილება შეძლო. მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ, თუ რა პროცესები გაიარა ნელამავალმა სარეაბილიტაციო პერიოდში.
6. განსხვავება სტეგოზავრებისა და ტირანოზავრების არსებობის პერიოდს შორის გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ტირანოზავრებსა და ჩვენ შორის. სტეგოზავრები ქრისტეს შობამდე 150 მლნ წლის წინ ბინადრობდნენ, ხოლო ტირანოზავრები - 67 მილიონი.
7. ჭიაყელებს ერთის ნაცვლად 5 გული აქვთ. თუმცა მათ გულებს ისეთი რთული აღნაგობა არ აქვთ, როგორიც ჩვენსას.
8. ლურჯი ვეშაპის გული 600 კილოგრამს იწონის.
9. ადამიანის დნმ 50%-ით ჰგავს ბანანის დნმ-ს.
10. თაფლი ერთადერთი საკვები პროდუქტია, რომელიც არასდროს ფუჭდება. შეგიძლიათ ის შეინახოთ 1, 2 ან რამდენიმე წლის განმავლობაში. მან შეიძლება ფერი შეიცვალოს ან დაკრისტალდეს, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხოა.
11.პლანეტა პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს. თუმცა მან „პლანეტის“ სტატუსი 2006 წელს დაკარგა.

12. ერთხელ მატარებელში პიკასო გაძარცვეს. პოლიციამ სთხოვა როგორც მხატვარს დაეხატა მძარცველების პორტრეტები.
13. იუპიტერსა და სატურნზე ალმასების წვიმა მოდის. ყველაზე დიდი ალმასის დიამეტრი 1 სანტიმეტრია.
14. სატურნის მთვარეზე, ტიტანზე, ფრენა შესაძლებელია. ამის მიზეზი კი დაბალი გრავიტაცი და სქელი ატმოსფეროა.
15. ჯორჯ ვაშინგტონს თავის ბაღში მარიხუანა მოჰყავდა.
16. კოსმოსური ხომალდის ნამდვილი ტრაექტორიები რთულ ოვალებს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან მთვარემდე პირდაპირი გზით არ მიფრინავს.
17. თეორიულად, თუ დედამიწის შუაგულში გვირაბს გავთხრით და შიგ ჩავხტებით, 42 წუთი მოუნდება ფრენას საწინააღმდეგო მხარემდე.
18. სივრცე, რომელიც ხეოფსის პირამიდას უკავია, თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს ხუთ დიდ ტაძარს: წმინდა პეტრეს ტაძარს (რომში), წმინდა პავლეს ტაძარსა და ვესტმინსტერის სააბატოს(ლონდონში), სანატა მარია დელ ფიორეს ტაძარს(ფლორენციაში) და მილანის საკათედრო ტაძარს,
ამ ყველაფერს ან ჩოგბურთის 200 მოედანს.
19. ეიფელის კოშკის აგებამდე (XIX ს) ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.

20. ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე მორგან რობერტსონმა დაწერა რომანი სახელწოდებით „ამაოება ანუ ტიტანის ჩაძირვა“. ავტორი მკითხველს მსოფლიოში უდიდესი ლაინერის შესახებ უამბობს, რომელიც ნამდვილი „ტიტანიკის“ მსგავსაც, აპრილის თვეში შეეჯახა აისბერგს და ჩაიძირა. ტიტანსა და ტიტანიკს სხვა უამრავი საერთო აქვს:
ორივე გემის სიგრძე დაახლოებით 244 და 269 მეტრი იყო;
ორივე გემს მგზავრთა თითქმის თანაბარი რაოდენობა (2500 და 2223) ჰყავდა და სამაშველო საშუალებების სერიოზული ნაკლებობა აღენიშნებოდა;
შესაბამისად, ორივე გემის კატასტროფის დროს, მგზავრების ნახევარზე მეტი დაიღუპა - „ტიტანიკის“ შემთხვევაში 1517 მგზავრი და „ტიტანის“ შემთხვევაში 1600 მგზავრი.



ჩვენი სოციალური ქსელი:
✅ Facebook:   / historyinterestingfacts  
✅ Instagram:   / historyinterestingfacts

ვიდეოები „ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ისგან