ლაზანია | შეფი ლუკა ნაჭყებია

09/20/2021
Taste Corporation-ის მიერ

🐱 გარფილდის საყვარელი კერძი ლაზანია დღეიდან თქვენი საყვარელი კერძიც გახდება. თუ არ გჯერათ ჯერ ვიდეო ნახეთ, შემდეგ გაიმეორეთ რეცეპტი სახლში. შედეგი და ემოციები გაგვიზიარეთ კომენტარებში, ასევე Chefcave-ის facebook ჯგუფში.
მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის გააქტიურება . 👍🔔
#ლაზანია #გარფილდი #ბოლონეზე

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

___________________________________________

სტაფილო
ხახვი
ნიახურის ღერო
ფქვილი
სემოლინა
მოცარელა
კვერცხი
კანგაცლილი პომიდორი
ბეკონი
საქონლის კისერი
ნიორი
ტომატ პასტა
თეთრი ღვინო
მარილი
პილპილი
რძე
ბაჰარი
ჯაოზი, მუსკატის კაკალი
მოცარელა
გრანას ყველი

2 ცალი ხახვი, 2 სტაფილო და 3 ცალი ნიახურის ღერო დავჭრათ წვრილად.
300 გრამი ბეკონი გადავკეპოთ წვრილად. 1.2 კგ საქონლის კისრის ნაჭერი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში . დავუმატოთ ცოტაოდენი ბეკონი.
მიღებული ფარში ხელით გადავზილოთ და დავაგუნდაოთ მუჭის ზომის ბურთები.
რაგუსთვის ინგრედიენტები მზადაა. გადავდივართ ცომის მოზელვაზე.
300 გრამი თეთრი ფქვილი და 300 გრამი სემოლინა ერთმანეთში გავხსნათ. დავუმატოთ 6 ცალი კვერცხი. დავიწყოთ მოზელვა.
მოზელილი ცომი გადავიტანოთ დაფაზე და კიდევ ერთხელ კარგად გადავზილოთ.
ავიღოთ 1კგ კანგაცლილი პომიდორი და დავაბლენდეროთ.
გავაცხელოთ ქვაბი. ჩავყაროთ ბეკონი 30 გრამ ზეთთან ერთად. ვაცადოთ ბეკონს დარენდერება.
ამასობაში გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად და დავიწყოთ ფარშის შეწვა. დაბრაწული ფარში გადმოვიტანოთ და დავასვენოთ.
უკვე მოთუშულ ბეკონს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიახური. დავუმატოთ 1 კბილი ნიორი.
ნამწვავ ტაფაზე დავასხათ ღვინო. ამოვაქროთ აკოჰოლი და დავუმატოთ რაგუს ბაზას. მოთუშვის შემდეგ დავუმატოთ შემწვარი ფარშის ბურთულები და კარგად ამოვურიოთ.
დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა და 300 გრამი დაბლენდერებული პომიდორი. დავუმატოთ 130 მლ ღვინო. და ვაცადოთ დუღილისთვის 2,5 საათი.
ხარშვისას დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი და პილპილის მიქსი. დავუმატოთ 250-300 მლ რძე.

ამასობაში 1 ლიტრი რძე ჩავასხათ ქვაბში. დავუმატოთ ნიახურის ღეროები, დაფნის ფოთოლი, ბაჰარის 8 მარცვალი ,ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და ნახევარი ხახვი . დავდგათ ცეცხლზე და დაველოდოთ წამოდუღებას. წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვაღუხთუხოთ.
ავიღოთ პატარა ტაფა , 100 გრამი კარაქი, 100 გრამი ფქვილი და მოვამზადოთ რუ. კარაქს დავაცადოთ გალღვობა. ჩავცრათ 100 გრამი ფქვილი და მოვურიოთ. რუ მზადაა.

პარალელურად დავიწყოთ ყველის, პარმეზანის და მოცარელას გახეხვა. რაგუს დავატოთ 100მლ რძე და 30-40 გრამი რუ.
ბეშამელის ბაზა გავასუფთაოთ ბოსტნეულისგან. დავიწყოთ მორევა და დავუმატოთ 150-160 გრამი რუ. ვურიოთ ინტენსიურად და დავუმატოთ ერთი მწიკვი მარილი.

ბეშამელის მასას დავამატოთ 80 გრამი გრანას ყველი. 700-800 გრამი მოცარელა.
გადავიდეთ ცომის გაბრტყელებაზე.
ლაზანიასთვის ცომი 7ჯერ მაინც უნდა გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ დავჭრათ სასურველ ზომებად.
დაჭრილი ფორმები დავაბლანშიროთ 90 წამით. ბლანშირების შემდეგ ფირფიტები მოვათავსოთ ცივ წყალში.
ყველა კომპონენტი მზად გვაქვს. შეგვიძლია გადავიდეთ ლაზანიის აწყობაზე.
ფორმას გარშემო წავუსვათ ზეითუნის ზეთი. ჩავალაგოთ ფირფიტები. შემდეგ დავადოთ რაგუს თხელი ფენა. შემდეგ დავადოთ ყველის მასა. და ანალოგიურად გავიმეოროთ მინიმუმ 3-ჯერ. ბოლო ფენის დადებისას ყველის სოუსს დავუმატოთ რძე და ცოტა გავათხელოთ და წავუსვათ თავზე. შევდგათ ღუმელში 25 წუთით 180 გრადუსზე.
ლაზანია მზადაა. გემრიელად მიირთვით.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან