MOE: სამინისტროს ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა
06/01/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კუს ტბაზე გაიმართა ეკო-პიკნიკი, ეკო-დებატები, წყლის ველოსიპედებით გასეირნება და სხვა ღონისძიებები თბილისისა და რეგიონების ხუთი ბავშვთა სახლის 70-მდე აღსაზრდელისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, აგრეთვე კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ECOVISION-ის, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვისოლ ჯგუფის, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტი\"-ს, „IDS ბორჯომი საქართველოს\", Aversi-ს, ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტისა და „პალიტრა მედია\"-ს მხარდაჭერით.