MOE: სტუდენტები თიბისი გალერეაში
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თიბისი გალერეაში მინისტრი გოგა ხაჩიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა მათგან პირადად მოისმინეს აფრიკის და მსოფლიო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების შესახებ და დაათვალიერეს ულამაზესი ბუნების ამსახველი ფოტო-გამოფენა. „ამ თემაზე რეგულარულად მექნება შეხვედრები, საუბრები სტუდენტებთან. რაც მთავარია, ეს არის ქართული წარმოების ხელშესახები მასალა. მე დარწმუნებული ვარ, ასეთი პროდუქცია ძალიან ბევრი შეიქმნება მალე საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ლექტორებს, სკოლის მასწავლებლებს შეეძლებათ ისარგებლონ მასალით და განსხვავებული ფორმითაც მიაწოდონ ინფორმაცია სტუდენტებს," - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ. შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის, კავკასიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების და სასულიერო აკადემიის 100 სტუდენტი ესწრებოდა. სპეციალურად სტუდენტებისთვის დოკუმენტური ფილმის „HAKUNA MATATA"-ს ჩვენება მოეწყო და საშუალება ჰქონდათ ვირტუალურად ემოგზაურათ სამხრეთ აფრიკაში. ფილმი ტანზანიის, კილიმანჯაროს და მსოფლიო მნიშვნელობის ეროვნული პარკების ფლორასა და ფაუნას, ადგილობრივი მაცხოვრებლების - ჩაგას და მასაის ტომების ყოფა-ცხოვრებას აღწერს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მსოფლიო ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას. ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE სტუდენტები სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან
ManRootOne
MOE: სტუდენტები ეროვნულ სატყეო სააგენტოში სტაჟირებას გაივლია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ევროპის მოედანზე გამწვანების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ევროპის მოედანზე ნერგების დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დღეს, ევროპის კვირეულის დასასრული ევროპის მოედანზე ნერგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ახალი სატყეო ხედვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტუდენტებმა სტიქიის ზონა დარგის სპეციალისტებთან ერთად გ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო