მოტივაცია - დღე 4

03/01/2021
Liffit-ის მიერ

დღე - 4
დღეს ვარჯიშში აქტიურად ჩავრთავთ ზურგს, კორპუსს, ქვედა და ზედა კიდურებს.
არ დაგავიწყდეს, ვარჯიშის დროს შენი მიზანია მაქსიმალურად დატვირთო სხეული მოძრაობებით, ტემპი კი თავად შეგიძლია განსაზღვრო.
დღევანდელი ვარჯიშიც სამი ეტაპისგან შედგება: გახურება, ძირითადი ვარჯიში და გაწელვა. თითოეული აქტივობა 30 წამს გაგრძელდება, მას კი კვლავ მოჰყვება 20-წამიანი დასვენება.

გაითვალისწინე:
ვარჯიშისთვის შეგიძლია შეარჩიო სასურველი დრო და ადგილი. დაგჭირდება მინიმალური აღჭურვილობა, ისეთები რომლებიც სახლში ყველას მოგვეპოვება: სკამი, თავისუფალი წონის სახით კი შეგიძლია გამოიყენო წყლის ბოთლები და სხვა თანაბარ წონიანი ნივთები. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ კვირაში 6 დღე, ხოლო მე-7 დღეს დავისვენებთ. გაითვალისწინე Liffit-ის მწვრთნელების რჩევები. გვახსოვდეს, შედეგები დამოკიდებულია შენს ჩართულობაზე, კვების რეჟიმსა და გენეტიკურ მონაცემებზე.

☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...
☆Facebook ☆
  / liffitapp