რუსთავში ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა


ქვემო ქართლის რეგიონში, კიდევ ერთმა, აგრარულმა ბაზარმა განაახლა ფუნქციონირება - რუსთავში ღია ტიპის საბითუმო სავაჭრო სივრცეში დაცულია დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, ტერიტორიაზე შემსვლელ ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინიგი, მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

რეგულაციების დაცვის მონიტორინგს მკაცრად აკონტროლებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები.

დილიდან, პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ქალაქი მერი, ირაკლი ტაბაღუა, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნენ და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ.
#StopCoV #COVID19
#დარჩისახლში
#რაკეთდება
#ქვემოქართლი2020
#რუსთავი2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან