შს მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა


შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ლონდა თოლორაიასგან  დეტალური ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან