შს მინისტრი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესს დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესზე ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობის, უსაფრთხოების, ინციდენტების შედეგების მართვის საკითხებსა და ამ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე იმსჯელეს. შს მინისტრმა კონგრესის 250-მდე მონაწილეს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას უკავშირდება რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებებით უკანონოდ ვაჭრობის საფრთხეები, რაზეც მეტყველებს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის გამოვლენილი არაერთი ფაქტი. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოება. ზოგადად, აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული უწყების ცალკეული ძალისხმევით ან, თუნდაც, რომელიმე ერთი სახელმწიფოს მონდომებით. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებულ მაგალითია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ სფეროში მჭიდრო უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნის მიმართულებით“. http://goo.gl/63nJdk
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ...
მეცხრე არხი ახალციხე
შს მინისტრი რუსთაველზე გავიდა
TV IMEDI
შს მინისტრი პარლამენტში - პოლიტიკური განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი - სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთა...
PalitraNews