შს მინისტრი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შს მინისტრს შეხვდა
გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. ქალაქ დიუსელდორფში გიორგი მღებრიშვილს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის სახელმწიფო მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარდ ნებემ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იგი მიესალმება ქართული მხარის შეთავაზებას ინფორმაციის გაცვლისა და კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ბევრი გააკეთეთ საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. დარწმუნებული ვარ, გერმანიაშიც წარმატებით და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას ბერნარდ ნებემ. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/u8i54Z
Giorgi Mgebrishvili-ის სხვა ვიდეოები
08:24
გიორგი მღებრიშვილის გამოსვლა პარლამენტში
24:32
შსს-მ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით კამპანია დ...
03:29
შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს მ...
08:02
შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები და სიგელები გადას...
53:18
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული...
02:27
შს მინისტრი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმ...
28:33
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ახალი ნავმისადგო...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ...
მეცხრე არხი ახალციხე
შს მინისტრი რუსთაველზე გავიდა
TV IMEDI
შს მინისტრი პარლამენტში - პოლიტიკური განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster